"თქვენი სახლი დიდუბეში 4"
მშენებლობა დიდუბეში. კედიას 10, IV ბლოკი. მშენებლობის დასრულების ვადა - 2022 წლის დეკემბერი |
ბინების მინიმალური კვადრატულობა - 59,0 m2
ბინების მაქსიმალური კვადრატულობა - 116.5 m2 |
საცხოვრებელი კომპლექსის ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა არის მისი ადგილმდებარეობა. მშენებლობა მიმდინარეობს პრესტიჟულ უბანში, სადაც განვითარებულია რეკრეაციული, სავაჭრო, გასართობი ინფრასტრუქტურა, იდეალური მისადგომია ყველა სახის ტრანსპორტისთვის
კორპუსის სიმყუდროვეს ქმნის მისი მდებარეობა უბნის შუაგულში, რომელიც მცირეოდენი მანძილით დაშორებულია ცენტრალური ქუჩიდან. .მიმდებარე გამწვანებული ტერიტორია და კეთილმოწყობილი შიდა ეზო, დამატებითი კომფორტი იქნება კორპუსის მოსახლეობისთვის.
არქიტექტურა
20 სართულიანი კორპუსი (საცხოვრებელი ცხრამეტი სართული) გათვლილია 133 ბინაზე. ნახაზში მოცემულია როგორც სტუდიოს ტიპის, ისე სამი-ოთახიანი ბინები. ყველა ბინას აქვს კომფორტული განლაგება. სადარბაზოში დამონტაჟდება მაღალი ხარისხის 2 ლიფტი, და სახანძრო უსაფრთხოების სისტემა.
ბინები
ბინები ბარდება თეთრი კარკასის მდგომარეობაში:
- გალესილი კედლები (გამზადებული შესაღებად ან შპალერის გასაკრავად)
- მოჭიმული იატაკი (გამზადებული ლამინატის ან პარკეტის დასაგებად)
- შესასვლელი რკინის კარი
- მეტალო პლასმასის კარ-ფანჯარა