"თქვენი სახლი ნინუაზე"
მშენებლობა ვ. ნინუას #3. მშენებლობის დასრულების ვადა - 2023 წლის ივლისი |
ბინების მინიმალური კვადრატულობა - 47,4 m2
ბინების მაქსიმალური კვადრატულობა - 86.1 m2 |
საცხოვრებელი კომპლექსის ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა არის მისი ადგილმდებარეობა. მშენებლობა მიმდინარეობს პრესტიჟულ უბანში, მეტრო „გოცირიძედან“ 2 წუთის სავალზე. იდეალური მისადგომია ყველა სახის ტრანსპორტისთვის
კორპუსის სიმყუდროვეს ქმნის მისი მდებარეობა, უბნის შუაგულში. რომელიც მცირეოდენი მანძილით დაშორებულია ცენტრალური ქუჩიდან. მიმდებარედ გამწვანებული ტერიტორია და კეთილმოწყობილი შიდა ეზო, დამატებით კომფორტს ქმნის კორპუსის მოსახლეობისთვის.
პროექტში გამოიყენება მაღალი ხარისხის, ეკოლოგიურად სუფთა სამშენებლო და სარემონტო მასალები, რომლებსაც გავლილი აქვთ ლაბორატორიული შემოწმება.
არქიტექტურა
12 სართულიანი კორპუსი (საცხოვრებელი თორმეტი სართული) გათვლილია 130 ბინაზე. ნახაზში მოცემულია სტუდიოს ტიპის, ორი და სამ-ოთახიანი ბინები. ყველა ბინა არის ნათელი, კომფორტული განლაგებით. სადარბაზოში დამონტაჟდება მაღალი ხარისხის ლიფტი, და სახანძრო უსაფრთხოების სისტემა 41-ე დადგენილების გათვალისწინებით. ასევე პროექტში მოცემულია როგორც მიწისქვეშა ფასიანი, ასევე თავისუფალი დგომის პარკინგები.
ბინები
ბინები ბარდება თეთრი კარკასის მდგომარეობაში:
- რკინის შესასვლელი კარი
- მეტალო-პლასტმასის კარ-ფანჯარა
- ბლოკით მოწყობილი გალესილი შიდა ტიხრები
- მოჭიმული იატაკი (გამზადებული ლამინატის ან პარკეტის დასაგებად)
- ბუნებრივი აირის მილი მიყვანილი სამზარეულოსა და ქვაბის განთავსების ადგილებამდე
- წყალ მომარაგება და ელ ენერგიის სადენები მიყვანილი ბინამდე
- გაზის, წყლის და ელ ენერგიის მრიცხველები.